მერაბ დვალიშვილმა ყინულიან წყალში გადახტომის შემდეგ თავი გაიტეხა (ვიდეო)

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა თოვლიან წყალში გადახტომის შემდეგ თავი გაიტეხა. როგორც თვითონ მერაბის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოდან ირკვევა, მას წყალი გაყინული დახვდა, რასაც არ ელოდა.

„მეგონა, თოვლიან წყალში ვხტებოდი, რადგან გუშინ არ იყო გაყინული… მაგრამ ბასრი ყინული დამხვდა… ახლა ყველაფერი რიგზეა, კარგად ვარ“, – წერს დვალიშვილი „ინსტაგრამ“ გვერდზე.

მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 5 ბრძოლა აქვს მოგებული და მისი ბალანსი დადებითია (5-2). მან ბოლოს გასული წლის აგვისტოში იბრძლა, როდესაც ამერიკელი ჯონ დოდსონი დაამარცხა. მას შემდეგ მერაბს რამდენიმე ბრძოლა სხვადასხვა მიზეზით გაუუქმდა.

ასევე იხილეთ