“ჩემო მეგობრებო ვდებ დიაბეტის ხალხურ, გამოცდილ და წარმატებულ რეცეპტს, მამას ასე ვუმკურნალეთ”

პელაგია დემურიშვილი სოციალურ ქსელში, ჯგუფში “ხალხური მედიცინა” დიაბეტის საწინააღმდეგო რეცეპტს ასაჯაროვებს.

“ჩემო მეგობრებო ვდებ დიაბეტის ხალხურ, გამოცდილ და წარმატებულ რეცეპტს, მამას შეხვდა 45 წლის ასაკში და ასე ვუმკურნალეთ, 83ის ასალკში დაიღუპა ისე რომ დიაბეტს არ შეუწუხებია მაშ ასე ჯერ ქონდრის ნაყენით დავიწყებ.

საღამოს, აიღეთ მტკაველის ზომა გამხმარი ბაღის ქონდარი ფესვიანად ერთი ღერი, თუ არაა ფესვიანი არაუშავს, ეხლა არ იქნება, მაგრამ უკეთესია ფესვით. გავლეთ წყალი, თუ თქვენ გაახმობთ ზაფხულში გარეცხეთ და სუფთად შეინახეთ და გავლება აღარ დაჭირდება, აადუღეთ ემალის ჯამში 0.5ლ.წყალი და სანამ ცეცხლს ჩააქრობთ ჩააგდეთ, გამორთეთ და შეფუთეთ, დილით გაყავით სამად,და დალიეთ დღეში სამჯერ ჭამამდე 15-20წუთით ადრე.პარალელურად მკაცრი დიეტა კი გეცოდინებათ. ახლა მთავარზე გადავალ.
კაკალი რომ გაყვავდება და ნეკათითის ფრჩხილისოდენა, ცოტა დიდიც შეიძლება, ნაყოფს რომ გაიკეთებს, 50 ცალს, გაწმინდავთ, არ გარეცხოთ ჩაყარეთ 3 ლიტრიან ბანკაში და დაასხით სამედიცინო სპირტი იმდენი რომ კარგად დაფაროს, დაახურეთ მჭიდროდ თავზე და დადეთ გრილ სარდაფში მიწაზე სიბნელეში, გააჩერეთ 40დღე,შემდეგ გადაწურეთ,და ეს უებარი ნაყენი დილა საღამოს ჭამამდე 15-წუთით ადრე დალიეთ 15- 20წვეთი მცირედ წყალში გახსნილი,ესაა ერთი კურსი,რა თქმა უნდა დიეტა მთავარიააა. შეგიძლიათ მეორე წელსაც გაიმეოროთ. მამას ერთმა უშველა. ქონდრის ნაყენს კი დედა წლები მაინც ასმევდა, დიეტა მამას აღარ დასჭირვებია 2 წლის მერე, და არც დიაბეტს შეუწუხებია, სხვათაშორის ეს რეცეპტი ერთმა ებრაელმა პროფესორმა ჩუმად ასწავლა, ექიმებმა არ გამიგონო. ეს ნაყენი ძალიან კარგად მოქმედებს ახალ შეძენ დიაბეტზე, ერთიკურსიც არაა საჭირო, ცოტა დიდიხნისას მაგალითად წამალდამომ
კიდებულებს 2 კურსი ჭირდებათ. ჯერ არავისუთქვია ვისაცვასწავლე არმიშველაო. წარმატებებს და გამოჯანმრთელებას გისურვებთ, მე მეგონა 2-3კაცი იქნებოდით და პირადი ვამჯობინე ვითომ, ამიტომ დავდე პოსტად, თუ რამე ვერ გაიგეთ არაა პრობლემა გიპასუხებთ. 💖💖💖💖მინდა დავამატო, ეს ნაყენი წარმატებულად გამოიყენება იგივე სახით ჩიყვის სამკურნალოდ. გამოცდილებიდან ვწერ ამ ყველაფერს, გისურვებთ გამოჯანმრთელებას ჩემო კარგებო”
ასევე იხილეთ