“როცა კლასობრივი ბრძოლა გაქვს გაჩაღებული, ფიქრისთვის სად გცხელა”

 თაამრ ჩერგოლეიშვილი კონსტიტუციონსლისტ ვახუშტი მენაბდის ფეისბუქპოსტს პასუხობს.

ვაქცინა რომ გაიყიდოს, ღარიბები დაიჩაგრებიანო, ვახუშტი მენაბდეს უთქვამს.

თითქოს რა მარტივი და ლამაზი ლოგიკაა – ვისაც ფული აქვს, თვითონ ყიდულობს. სახელმწიფოს ღარიბისთვის მეტი ფული რჩება – ვაქცინა კი არა, ეგებ წნევის წამლის ფულიც მიაშველოს მაგრამ როცა კლასობრივი ბრძოლა გაქვს გაჩაღებული, ფიქრისთვის და სილამაზისთვის სად გცხელა?“ – წერს თამრ ჩერგოლეისვილი.

აქვე გთავაზობთ კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის პოსტს:

„ხაზარაძე: „აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა“ (მნიშვნელოვანია, რომ ამ კაცს აქვს პრეტენზია რომ ეს ქვეყანა მართოს).

რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოვიქცეთ, რომ მდიდრები აიცრან, ღარიბები რაც მალე მოკვდებიან უკეთესია. საერთოდაც, ვაქცინაციის პრიორიტეტები სახელმწიფომ კი არ დაადგინოს, რისკ ჯგუფების და საჭიროების მიხედვით, არამედ თავისუფალმა ბაზარმა. ვისაც ფული აქვს იმათი მშობლები გადარჩბიან, ვისაც არა დაიხოცებიან.
თან ცოტა ფულსაც გააკეთებენ. სტატუს კლიენტებს ურიგოდ დაარჭობენ პირდაპირ TBC-ის ფილიალებში. რატომაც არა? სადაც სეგრეგირებული მომსახურების მიღება მოსულა, 100 ლარით მეტი შემოსავლის გამო, სიცოცხლეც სეგრეგირებულად დავარიგოთ“.

ასევე იხილეთ