ბრიტანეთის პრინცესა ევგენია, დედა გახდა

ბრიტანეთის პრინცესა ევგენიას და მის მეუღლე ჯეკ ბრუკსბენკს ვაჟი გაუჩნდათ. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს.

პრინცესამ 9 თებერვალს, პორტლენდის ჰოსპიტალში იმშობიარა, ბრუკსბენკი მშობიარობას ესწრებოდა. პატარას სახელის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. წყვილისთვის ეს პირველი შვილია, ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორესთვის კი მეცხრე შვილთაშვილი.

პრინცესა ევგენია და ჯეკ ბრეკსბენკი 2018 წელს დაქორწინდნენ.

ასევე იხილეთ