„სოფო ჭყონია, არასდროს დავიღლები შენს სიკეთეებზე საუბრით, საოცარი ვინმე ხარ!“

თემურ ჭყონიამ „ტვ პირველთან“ „კოკა-კოლას“ ურთიერთობის მემორანდუმი გააფორმა. ამ მნიშვნელოვან შეხვედრას ბიზნესმენის ქალიშვილი, სოფო ჭყონია ესწრებოდა. ინგა გრიგოლიამ მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„ეს გოგო არის ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდის აღმოჩენა❤❤❤ ამდენი ხანია, ტელევიზიაში ვმუშაობ და მსგავსი სოციალური სოლიდარობა, რასაც ის იჩენს ჩვენი გადაცემების რესპონდენტების მიმართ, ბიზნესისგან მე არ მახსოვს. მართლა არ მახსოვს. ყველა რეპორტაჟზე რეაგირებს, ყველას მიმართ სოლიდარულია და გულთან მიაქვს ყველა ჩვენი რეპორტაჟის გმირების პრობლემები❤❤❤❤Sopho Chkonia არასოდეს დავიღლები შენს სიკეთეებზე საუბრით❤. საოცარი ვინმე ხარ✌✌✌. სულ მინდა, რომ ერთხელ მეც დაგჭირდეთ რამეში და ასე მაინც გადავიხადო ბევრი ადამიანის მიმართ გაკეთებული შენი სიკეთეები❤❤❤.უზომოდ გაფასებთ შენც და თემურსაც, ყველაზე მაგარი კაცია ქართულ ბიზნესში,  პირველ  რიგში, თავისი წარმატებებით და თავისუფლებით❤✌✌✌P.S.დღეს დიდი დღეა, Coca-Cola-მ და „ტვ პირველმა“, პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს, სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. უმნიშვნელოვანესია ჩვენი ტელევიზიისთვის ქვეყნის გამორჩეულ და უდიდეს კომპანიასთან თანამშრომლობა, მით უფრო, ამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ❤❤❤✌✌მუდამ კოკა -კოლა“.

ასევე იხილეთ