“სად ბანაობ შვილო, გაახილე თვალები” – ზურა ყიფშიძე ნატალია ყიფშიძეს მიმართავს

მსახიობი ზურა ყიფშიძე შვილიშვილის ნატალია ყიფშიძის აქტივობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ზურა ყიფშიძე: “ვაი მე! სადა ბანაობ ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა, გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები !? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული !? საოცარია? ასე, ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა !?”- დაუკომენტარა ბაბუამ შვილიშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე, რაზეც ნატალიამ შემდეგი პასუხი გასცა.
ნატალია ყიფშიძე:”მეც ნაღვლიანად ვარ ბა. მოგეწერა ან დაგერეკა ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად”

ასევე იხილეთ