“მთავარმა არხმა“ ვანო ჯავახიშვილის შემცვლელი იპოვა – ცნობილია ვინ წაიყვანს ახალ იუმორისტულ გადაცემას (ფოტო)

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მთავარი არხის“ ახალ იუმორისტულ გადაცემას ილო ბეროშვილი წაიყვანს. ჯერჯერობით არ ხმაურდება გადაცემის სახელწოდება. ბეროშვილს რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია “იმედზე” ღამის შოუს ფორმატის გადაცემა უკვე მიჰყავდა.

ცნობილია, რომ „მთავარი არხი“ რამდენიმე დღის წინ ვანოს შოუს გუნდმა ოფიციალურად დატოვა. მაშინვე არხმა დაანონსა რომ ახალი პროექტისთვის მზადება უკვე მიმდინარეობდა. ვანო ჯავახიშვილი კი “ტვ პირველზე” გადაბარგდა და იქ ახალი პროექტის მზადებაშია.

ასევე იხილეთ