“აქამდე რომ დამთავრებულიყო ჩვენი ქორწინება, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი… ცუდად იმოქმედა ჩემს წონაზე“

ჟურნალ „სარკესთან“ მომღერალი ელენე ფოჩხუა დამთავრებული ქორწინების შესახებ საუბრობს და საზოგადოებას უმხელს, როგორ გაუმკლავდა ოჯახის დანგრევას:

„აქამდე რომ დამთავრებულიყო ჩვენი ქორწინება, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი…

თითქოს გავთავისუფლდი საშინელი ტვირთისგან. იმისთვის, რომ შვილებისთვის მამა შემენარჩუნებინა, ჩემს ყოფილ მეუღლეს ბევრჯერ მივეცი შანსი, ერთობლივი ცხოვრება გაგვეგრძელებინა, ეს არ დააფასა, სხვასთან წასვლა ამჯობინა, ოჯახის ძალით შენარჩუნება კი შეუძლებელია.

ოჯახურმა უსიამოვნებებმა უარყოფითად იმოქმედა ჩემს წონაზე, ვეღარ ვაკონტროლებდი თავს. არც გარეგნობას ვაქცევდი ყურადღებას. ახლა ჯანსაღად ვიკვებები, ვვარჯიშობ, წონაში დავიკელი 9 კილოგრამი. ბავშვებსაც სჭირდებათ მოვლილი და ლამაზი დედა. უხარიათ და აღნიშნავენ, რომ კარგად გამოვიყურები…“

ასევე იხილეთ