“ჩემი მეგობრების ნაწილს ჩემთან ყოფნა არ მოუნდა მაშინ, როდესაც მიჭირდა“

სალომე გოგიაშვილმა „დღის პოსტში“ მეგობრების შესახებ ისაუბრა  და აღნიშნა, რომ გასაჭირის დროს გვერდში უამრავი მეგობარი არ დაუდგა.

„თუ გადახედავთ ჩემი მეგობრების წრეს, ნახავთ, რომ ძალიან ცოტაა დარჩენილი და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან კარგები. გასაჭირის დროს მოხდა ავტომატურად ფილტრაცია. თვითონ არ მოუნდათ სალომესთან ყოფნა, რომელსაც იმ დროს უჭირდა. მივხვდი, რომ სწორი ყოფილა კითხვა, გაჭირვების დროს დაგიდგება თუ არა მეგობარი გვერდით. კარგად რომ ვიყავი, ლხინში, ყველა ჩემთან ერთად იყო. გაჭირვების დროს ჩემი ერთი მეგობარი ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად, შენთან ერთად უნდა ვინერვიულოო… ეს არის მეგობრობა…“ – განაცხადა გოგიაშვილმა

ასევე იხილეთ