“რა სიმწარეა როცა საკუთარ შვილს, ჯერ კიდევ თბილს უკანასკნელად იკრავ გულში”

მოდელი თიკო ჩხეიძის ოჯახში რამდენიმე წლის წინ ტრაგედია დატრიალდა. მას 9 წლის გოგონა, ტატა, ელექტროშოკის მიღების შედეგად გარდაეცვალა. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ კი თიკომ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

“ბევრი სისულელე გავაკეთე ამ ამბის მერე… თითქოს არც ესმოდა ჩემს ყურს. მეგობრებთან ერთად ვიყავი, მათი მორიდებული მზერაც მახსოვს, რომ მითხრეს და ჩემს რეაქციას დაელოდნენ. მე კი უაზროდ ვიცინოდი, ვხუმრობდი და თითქოს არაფერს ვგრძნობდი. თუმცა ვერ გავუძელი, გადავხედე ინფორმაციას, კადრებს. უმძიმეს კადრებს, საკუთარ შვილს საბოლოოდ რომ

 

იკრავ გულში [ჯერ კიდევ თბილს] და ემშვიდობები. რა სიმწარეა, რა უსუსურობაა. და ეს ტკივილი უსასრულოდ რომ გრძელდება”, – წერდა ის. ამჯერად კი თიკო ჩხეიძემ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მის გარდაცვლილ შვილს მეგობარმა მისწერა.

ასევე იხილეთ