„მე არ ვამბობ, რომ ძიძა ცუდია… მაგრამ მინდოდა, ყველაფერი თვითონ მეკეთებინა“

საზოგადოებრივ არხზე გადაცემაში “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სხვა თემებთან ერთად, ბავშვების დამოუკიდებლად აღზრდაზეც საუბრობდა. რუსკა ამბობს, რომ ძიძა არ ჰყავდა არც პირველ შვილთან და არც მეორესთან ჰყავს. რუსკა ამბობს, რომ დამოუკიდებლად სურდა შვილების გაზრდა და თანაც, არ ენდობა ბოლომდე უცხო ადამიანს. თანაც, მისი მეუღლე აქტიურად არის ჩართული ბავშვების აღზრდაში და როცა საჭიროა, ეხმარებიან ოჯახის სხვა წევრებიც.

ასევე იხილეთ