„რამდენიმე წლის წინ, როცა ამაზე დავფიქრდი, შევეცადე შევბრძოლებოდი…“

„იმედის დღეში“ თემაზე „კარგი გოგოს სინდრომი“ ისაუბრეს და ამ ქრისტინე იმედაძის მოსაზრებები მოისმინეს.

ქრისტინე იმედაძე აღნიშნავს, რომ საკმაოდ მკაცრად ზრდიდნენ:

„ამ ყველაფერს აქვს ორი მხარე. ორივეს აღმოვაჩენ ხოლმე, როცა შევყვები ფიქრებს. როცა მჭირდება, დედას ვემდური, როცა არ მჭირდება, – არა. ვინმეს რომ უნდა გადავაბრალო, მახსენდება ხოლმე დედა, მაგრამ მარტო დედა არ იყო აქ, მასწავლებლებიც იყვნენ. ალბათ, მშობლების იმ თაობას რა დამოკიდებულებაც ჰქონდა შვილებისადმი, მათი ბრალი არ იყო.  მეტი შრომა ჩაიდო ჩემში და ამისთვის მართლა მადლობელი ვარ. სკოლის ნიშნებს არ მიმოწმებდნენ, უფრო მეტად აინტერესებდათ ის, რასაც სკოლის გარეთ ვიღებდი. ეს დიდი დოზით იყო – ენები, სპორტი, თხილამური, ცურვა, მუსიკა… მუსიკაზე გოგოს უნდა ევლო. მაშინ ხომ არ ვიცოდით, სიმღერას დავაპირებდი თუ არა. არ მომწონდა მუსიკაზე სიარული, რადგან პედაგოგი არ მომწონდა. ჩემს შვილს რომ ვაკვირდები, ის საგნები უფრო მეტად გამოსდის კარგად, სადაც პედაგოგები მოსწონს.

საკუთარ თავთან ძალიან ამაღლებული მოთხოვნები მაქვს. შეიძლება, რაღაც საქმეზე უარი ვთქვა, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა დიდია. იდეალურად შესრულებას რომ ვამბობთ, ეს იდეალურიც აბსტრაქტულია. რამდენიმე წლის წინ, როცა ამაზე დავფიქრდი, შევეცადე შევბრძოლებოდი. ვიარე ფსიქოთერაპიაზე.

როცა აღარ ვცხოვრობდი დედასთან ერთად, შევქმენი ოჯახი, ყურადღება ჩემს შვილზე გადავიდა…“

ასევე იხილეთ