“ფოთი მისი ჭირისუფალია, იმ კაცის თვალებიდან წამოსული ალალი ცრემლებით ტირის ჩემი ქალაქი”

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფოთელი, ირმა გუგუშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„გუშინ დაზაფრულ, ღიმილგამქრალ ქალაქში გამოვედი. ჩემი ქუჩის კუთხეში მეწაღის სახელოსნოა, ერთი მშრომელი და ალალი კაცის. ხელით მანიშნა, ახლოს მივსულიყავი… ლაპარაკი უნდოდა… ტკივილის გაზიარება უნდოდა.

ნიკაპაკანკალებული მიყვებოდა, მისთვის ურთულეს დღეებზე, როგორ ძმასავით დაუდგა გვერდში ქალაქის დეპუტატი, შესაძლებელთან ერთად შეუძლებელიც რომ შეძლო და გადაურჩინა შვილი… მერე როგორ აუკრძალა მადლიერების გამოხატვა… ამ თემაზე ვინმესთან საუბარიც კი…


იქედან მოყოლებული, როგორ ამბობენ მის ოჯახში იმედის, ადამიანობის, კაცობის, ფოთელობის სადღეგრძელოს ირაკლი ხახუბიას სახით. მიყვებოდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა….

რამდენი ასეთი ნამდვილი, გულწრფელი სიტყვა და მდუღარე ცრემლი მიჰყვება… თავად გულგაგლეჯილს, კიდევ რამდენი ტკივილიანი, უსასოო ადამიანის იმედი მიაქვს… ფოთი მისი ჭირისუფალია… იმ კაცის თვალებიდან წამოსული ალალი ცრემლებით ტირის ჩემი ქალაქი…”,- წერს ირმა გუგუშვილი.

51 წლის დეპუტატს ირაკლი ხახუბიას სამშაბათს თბილისში, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

 

შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება

 

No description available.

ასევე იხილეთ