ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Vogue-ის გარეკანზე მოხვდა

ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი „ვოგის“ ჰოლანდიური გამოცემის დეკემბრის და იანვრის ნომერის ყდაზე მოხვდა. ინფორმაციას ვოგის “ქავერსთორის” შესახებ ერთდროულად ავრცელებენ ინსტაგრამზე როგორც თავად გამოცემა, ასევე მოდელი და ფოტოგრაფი. ელენ ფონ უნვერტი.

მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისთვის მატილდა გვარლიანს ფოტოები სწორედ 68 წლის გერმანელმა ფოტოგრაფმა, ელენ ფონ უნვერტმა გადაუღო ვენაში, ბელვედერის სასახლეში.

ბაროკოს სტილში ნაგებ ამ შენობაში ხელოვნების სხვა ნიმუშებთან ერთად ინახება გუსტავ კლიმტის კოლექცია – მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი მატილდას ფონადაც არის გამოყენებული ვოგის ფოტოსესიისთვის.

ასევე იხილეთ