“საინტერესოა, იქნება თუ არა პირდაპირი ჩართვა მოლდოვას ტყეებიდან, სადაც გმირულად ისვენებს კობა ხაბაზი?”

პუბლიცისტი, დავით კალანდია „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს ჩანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომას სოციალურ ქსელში სახალისო პოსტით ეხმაურება.

ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება.
* * *
მთელი ღამე ლაჟვარდოვანი სანაპიროები და მეწამული გულები მესიზმრებოდა.
 და, აგერ, ამიხდა!
კვირა დღესაც მუშაობს ნაციონალური მოძრაობა, დაღლა მათ არ იციან და ხალხზე ზრუნვაა მათი დევიზი.
კვირა დღეს, როდესაც ყველა მშრომელი ადამიანი ისვენებს, ოჯახთან ერთად მიდის ზოოპარკში, მთაწმინდის პარკში, იპოდრომზე, პლანეტარიუმში, ლისის ტბასა თუ კუს ტბაზე, ნაციონალურად მოძრავი ერთიანები შეიკრიბებიან, მოწევენ ბევრ პაპიროსს, ინერვიულებენ და, როგორც იქნა, დაგეგმავენ იმ ერთადერთსა და სწორ გზას, რომელიც საქართველოს გამოიყვანს…როკის გვირაბიდან.
საინტერესოა, იქნება თუ არა პირდაპირი ჩართვა მოლდოვას ტყეებიდან, სადაც გმირულად ისვენებს კობა ხაბაზი?
აუცილებლად იქნება.
კობა ხაბაზი, მგლის ბეწვის ყურებიან ქუდში, გრიზლის ტყაპუჭსა და ნიანგის მოკასინებში, მიესალმება თანაგუნდელებს და მოწიწებით სთხოვს მგზნებარე მოკითხვა გადასცენ იმ ერთადერთს, ვის გამოც მისი გული გულს“, – წერს კალანდია.

 

ასევე იხილეთ