“უნიკალური ქალაქია ქუთაისი, ტიპმა ავტობუსი გაიტაცა და განაცხადა, რომ სახლში მიმყავდა ყველა საქეიფოდო”

ჟრნალისტი დათო ლიკლიკაძე ქუთაისში მომხდარ ფაქტს – კაცის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გატაცების მცდელობის შემთხვევას ეხმაურება და წერს, რომ ქუთაისი უნიკალური ქალაქია.

“უნიკალური ქალაქია ხალხნო ქუთაისი.
ტიპმა ავტობუსი გაიტაცა რამდენიმე საათის წინ თავის მგზავრებიანად.
დააკავეს და განაცხადა, რომ სახლში მიმყავდა ყველა საქეიფოდო.
მოწმის სახით დაკითხეს მგზავრები, რომლებიც აცხადებენ, რომ მანამდე ეს ნასვამი ადამიანი ყველას გვეხვეწებოდა სახლში წამომყევითო და არავინ წავყევითო”, – წერს ლიკლიკაძე.

შეგახსენებთ, რომ ფაქტი 16 დეკემბერს მოხდა. პოლიციამ 2 მამაკაცი დააკავა. გამოძიება სსკ-ის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.

ასევე იხილეთ