“10-წლიანი უშვილობის შემდეგ ოცნება ახდა”

მომღერალ ლევან წვერავას ნატვრა აუხდა და ვაჟი შეეძინა. როგორც მომღერალი აღნიშნავს, შვილი 10 წლის შემდეგ გაუჩნდა.

„ჩემი პირადი სასწაული არის ჩემი შვილი, რომელიც 10 წლის შემდეგ დაიბადა. საქართველოში არ არის სალოცავი, რომელზეც ყური მომიკრავს და არ მივსულვართ. არც ერთი წამი ჩემს თავში არ გავლებულა, რომ შვილი არ მეყოლებოდა.

ნინის სამედიცინო პროცედურამდე მომდის მესიჯი, ჩემი ძალიან ახლობელი, ქუთაისელი გოგონაა, ვიცი თქვენი პრობლემა და განვიცდი, ასე რომ გხედავთო… ჩემზე მინდა გითხრა, ინვიტრო გავიეკთე, საფრანგეთშიც ვიყავი, მაგრამ დირბის დედათა მონასტერი მოვილოცე და გთხოვთ, თქვენც წადითო. მე და ნინი მეორე დღეს წავედით, ნინის მარგალიტები ჰქონდა და ის ღვთისმშობლის ხატთან დატოვა, შეუთქვა ხატს და რომ ჩამოვედით, ძალიან მალე გავიგეთ, რომ ფეხმძიმედ იყო.“ – ამბობსს მომღერალი „ღამის პრაიმ ტაიმში”.

ასევე იხილეთ