“არ მეცოდები მიშა და არ მინდა არც ჩაცმულს და მით უმეტეს ლოგინში მოკუნტრუშეს გხედავდე”

იმდენად დამღალა ამ უნიჭოდ დადგმულმა სპექტაკლებმა და გიული ალასანიას დაყენებულმა მწუხარე სახემ, რომ მხოლოდ ერთი ისტორია უნდა შევახსენო ამ სადისტებს, სანატორიუმი რომ მოიწყვეს კლინიკაში და სპექტაკლებს ატარებენ.”- წერს პატიმრის დედა, მთვარისა ნავერიანი სოციალურ ქსელში.

“რადგან ვიცოდით დედებმა, რომ გლდანის ციხეზე ჩვენს შვილებს აწამებდნენ, მხოლოდ იმით ვიგებდით შვილებზე სიმართლეს, რომ ყოველდღე ამანათს ვგზავნიდით, ეს იყო სასიგნალო ბარათები, სადაც ვწერდით რას ვგზავნიდით და თუ ხელს ჩვენი შვილი აწერდა, ესეიგი ცოცხალი იყო და საკანში ჰყავდათ.

თუ შეგზავნილი ტანსაცმლიდან მხოლოდ ერთ წყვილს იტოვებდნენ და დანარჩენს გვატანდნენ უკან, ესეიგი კარცერში ჰყავდათ, ფუქსებში, სადაც საწამებელი ჰქონდათ მოწყობილი და აუცილებლად ადვოკატი შედიოდა და ვითხოვდით სახალხო დამცველის შესვლას.

ციხის შესასვლელთან დილით 8 საათამდე თუ არ ჩაეწერებოდი, იმდენი ადამიანი იდგა რიგში, რომ საღამომდე შესვლა არ მოგიწევდა, ამითომ ერთი ოჯახის წევრი რიგს იკავებდა და მეორეს მიჰქონდა ამანათი, ამანათში შედიოდა ტანსაცმელი და ჩამოსხმული ჩუსტი და ასევე ერთიანი ძირის ჩამოსხმული ფეხსაცმელი, რომელსაც არ უნდა ჰქონოდა სუპინატორი.

თუ არ მოეწონებოდათ რაღაც იმასაც უკან გვაძლევდნენ, მაგრამ ისეთს, რომ ვერც მაღაზიაში დაავაბრუნებდით და ვერც ვინმე ვერ ჩაიცვამდა, შლიდნენ მთლიანად ფეხსაცმელს და ისედაც გაღატაკებულ მშობლებს გულს გლეჯდნენ, წვალებით ნაყიდ ფეხსაცმელებს გამოშიგნავდნენ და უკან უყრიდნენ.

გარეთ მოსაცდელი არ იყო, ერთ პატარა ვაგონს ვაფარებდით თავს, მეპატრონეს გულნაზი ერქვა, ყავას გვასმევდა და შეგვათბობდა გაყინულებს, თოვლში ქარში და ყინვაში გარეთ ღია ცის ქვეშ საათობით ველოდებოდით ჯერ შეგზავნას, მერე პასუხს უკან გასარეცხ ტანსაცმელს გვატანდნენ და იმ ჯადოსნურ ფურცელს სადაც შვილის სიცოცხლის ნიშან წყალს ვამოწმებდით.

თუ ,,კარგად ვარ” არ ეწერა, ესეიგი ძალიან ცუდად იყო. თუ ცუდად იყო, როგორ უნდა დაბრუნებულიყავი სახლში და ნაწამები შვილ იქ დაგეტოვებინა.

ღამღამობით, ვისაც მანქანა გვყავდა, ვმორიგეობდით, ციხის უკან რაღაც ქოხები იდგა, ძველი აგარაკები. ეზოში ცეცხლს ვანთებდით და იქ ვთბებოდით, ვისმენდით, როგორ გაჰკიოდნენ პატიმრები და სასაკლაოდან ისმოდა ხმები, დედა, დედა, ვაი დედა, ვაი და სიკვდილი სააკაშვილის დედას იმ დიდი ცოდვის კალოს დატრიალებუსთვის,

ვინმეს დედას მოუსმინეს და ვინმეს შვილი დაინდეს? ყველა პატიმარი ძვალზე გადაკრული ჩონჩხი იყო, წყალს სამი დღე უწყვეტდნენ, ვერც ტუალეტში შედიოდნენ პატიმრები და სითხისგან იცლებოდნენ ზაფხულში წყალს არ აძლევდნენ.

ხელები მქონდა დაგრძელებული წყლის ბალონების ზიდვით, მგონი ეს ბიზნესად აქცია ვიღაცამ და სპეციალურად, კაბურაში რომ ჩატეულიყო ისეთ წვრილ ბალონებში დაიწყეს ჩამოსხმა. ყოველდღე უნდა მიგეტანა წყალი. ვისაც არ ჰქონდა საშუალება, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ჩუმად რადგან კამერებში შეშვებული ჰყავდათ ჯაშუშები, რომლებიც მეგობრულად განწყობილ პატიმრებს შორის შუღლს აღვივებდნენ.

ერთხელ, გამწარებულმა, მოვითხოვე ექსპერტიზა და  მე12 დღეს შეუშვეს, რომ არ დარჩენილიყო ცემის კვალი, მაინც დარჩა ეს კვალი, მაინც დაიწერა დასკვნა, მაგრამ ახლა მუქარა შემომითვალეს, პატიმრების მხრიდან, რომ თუ ვინმეს დასჯიდნენ, მათაც მოხვდებოდათ და ჩემი გულისთვის სხვაც დაისჯებოდა.
გამაჩერეს. დამემუქრნენ, რომ მათ ხელში ვიყავი.

პირველად მოხდა, რიგგარეშე პაემანი ჩამინიშნეს, ჰოდა, ჩემ შვილს ათქმევინეს, რომ გავჩუმებულიყავი.

მერე დაუმატეს ფსიქოტროპულები და დღეში 10 აბს აძლევდნენ, მოძღვარი რომ შევიდა გაფითრებული გამოვიდა, აღარ არის სააქაოს, ამოტრიალებული აქვს გუგებიო.

მივვარდი სამედიცინო დეპარტამენტში, მოვითხოვე შეემცირებინათ და საბოლოოდ შეეწყვიტათ ამ წამლების მიცემა, ბენზინის ბოთლით მივედი და დავემუქრე, მაშინ მიხვდნენ, რომ გამკეთებელი ვიყავი და დაუწყეს შემცირება და დაიყვანეს დღეში 2 აბზე .

ამ დროს გავრცელდა ციხის კადრები, აქტიურ პატიმრებს დაავალეს მშობლებთან დარეკვა და უარყოფა, მსგავსი წამება არ არის და არ ყოფილაო. ვინც არ დარეკავდა საშინლად უსწორდებოდნენ.

ციხეებთან მივარდა ხალხი, მივედი მეც და ყველა ჩემი ახლობელი, გამოაცხადეს სავარაუდოდ პატიმრის გარდაცვალება, გვარი, ან კიკნაძე ან კანდელაკიო.
დავლეწე მ- 6 ში ყველაფერი, საღამოს შემიშვეს და ჩემს შვილს თავის ქალაზე მთელ სიგრძეზე ედო ნაკერები, კარტოფილის ტომარასავით იყო გაკერილი, მუცელზე ავაწევინე და გაშავებული ჰქონდა, ნაცემი, ზურგი აჭრელებული. მოკლედ, ძლივს საუბრობდა და გაგა მკურნალიძე დაასახელა.

უწიათ ამ დროს 2012 წლის არჩევნებმა და ვინც ის მონაპოვარი არ დაიცვა, ღირსები არიან თავად იწვნიონ ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ.

არ მეცოდები მიშა, და არ მინდა არც ჩაცმულს და მით უმეტეს ლოგინში მოკუნტრუშეს გხედავდე.

სანატორიუმში არცერთ პატიმარს არ მოუხდია შენს დროს ციხე და ამიტომ სჯობს შეიფერო და იმის კაცობა გეყოს, რომ ჩადენილი მოინანიო. მაგრამ შენ შიში გკლავს, შენ გახსენდება შენი არაკაცობა და მოსვენებას გიკარვავს, ფსიქოლოგიურად კვდები, რადგან შენ ნებაზე ვერ იქცევი.

საქართველო გეჯავრებოდა და ახლა საზღვარგარეთ ითხოვ გაშვებას, აქ მხოლოდ არეულობის მოსაწყობად ჩამოხვედი, უკანონოდ და არალეგალურად, უსამშობლო ხარ მიშა და აღიარე შენი გენი, აღიარე, რომ გეჯავრება ქართველები და უცხო თესლის ხარ.

ეგდე ღირსეულად, თავს ეცი პატივი, ამოვიდა ყელში შენი ნიფხვების გამოფენის სერიალები. არ ხარ შენ ასეთი კომფორტის ღირსი. შენ ბნელ საკანში უნდა იჯდე და მონანიების მემუარებს წერდე!”- წერს მთვარისა ნავერიანი.

 

ასევე იხილეთ