„ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ.. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა“

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ბებია გახდა. სასიხარულო ინფორმაციას თავად უზიარებს სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას.

მარიამ გრიგოლიას და ნიკოლოზ გამეზარდაშვილს ქალიშვილი შეეძინათ. პატარას ნინია დაარქვეს.

„ნინია გავიცანი❤️❤️❤️საოცარი გოგოა❤️❤️❤️ ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ❤️❤️ ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა“, – წერს ინგა გრიგოლია.

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი 2017 წლის 8 ოქტომბერს დაქორწინდა. ის ცოლად ნიკოლოზ გამეზარდაშვილს გაჰყვა.

ასევე იხილეთ