„წარმოუდგენელი ამბავი მჭირს. დედაჩემის გაზრდილი მარო აღარ გვყავს, ყველას იმედი და მოამაგე დაგვეღუპა, აწი აღარ ვიცით რა ვქნათ?“

„წარმოუდგენელი ამბავი მჭირს. დედაჩემის გაზრდილი მარო აღარ გვყავს. ყველას იმედი და მოამაგე დაგვეღუპა, აწი აღარ ვიცით რა ვქნათ?“ – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე და ახალგაზრდა გოგოს, მარიამ სირბილაძის გარდაცვალებას ეხმაურება:

„ქეთი ბერძენიშვილი რომ მომიკვდა (ჯერ არ გამიაზრებია), მერე ჩემი გიზო სოროზანაშვილი რომ მომიკვდა და მერე ჩემი ბაჯო (მანანა) ჯინჭარაძე, მეგონა საკმარისი იყო იმისთვის რომ გავგიჟებულიყავი….

ჩემი „ვართქიშა“ (ასე ეძახდა დედაჩემი), ჩვენი საზოგადოების მარიამ სირბილაძე მოგვიკვდა…. წარმოუდგენელი ამბავია…. წარმოუდგენელი“. – წერს დათო ლიკლიკაძე.

ცნობისთვის, იტალიაში მცხოვრები მარიამ სირბილაძე, რომელმაც წლების წინ სიმსივნე დაამარცხა, გუშინ 18 დეკემბერს გარდაიცვალა. მა­რი­ა­მი იტა­ლი­ა­ში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

ასევე იხილეთ