ფოტო, სადაც ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესს კოცნის და თან მესიჯობს, ინტერნეს იპყრობს

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ახალი ფოტო, მიმდინარე კვირის ყველაზე ხმაურიანი ფოტოა. ის ჰოლივუდში, ერთ-ერთ მაღაზიაში გადაიღეს, სადაც მეუღლეები დედებთან ერთად, საშობაო შოპინგზე იმყოფებოდნენ.

ფოტოზე ბენი საკმაოდ დათრგუნული ჩანს და ამაზე ბევრს წერენ სოციალურ ქსელებში. კოცნის დროს ის ტელეფონში მესიჯობს, რაც ფანების მხრიდან, სხვადასხვა ინტერპრეტაციის საფუძველი გახდა.

ბოლო დროს სოციალური ქსელის მომხმარებლები ბევრს წერენ ბენ აფლეკის ცუდ ხასიათზე და დათრგუნული სახის გამომეტყველებაზე, რომელიც მსახიობს მუდამ თან დაჰყვება. სამაგიეროდ არაფერს იმჩნევს ჯენიფერ ლოპესი, რომელიც როგორც ჩანს, ქმრის ხასიათსა და მოარულ ჭორებს, უკვე შეეჩვია.

ასევე იხილეთ