“წავიდა ცისარტყელაზე” – ბაღდათიდან გადმოყვანილი ძაღლი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, მოკვდა

ბაღდათიდან მძიმე დაზიანებებით თბილისში გადმოყვანილი ძაღლი მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მიშა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს – ,,წავიდა ცისარტყელაზე”.

ძაღლს, სავარადუდოდ, თავის არეში მძიმე საგნით ჰქონდა ტრამვა მიყენებული, ჩამტვრეული ძვლები. რთული ოპერაცია ნეიროქირურგებმა ჩაუტარეს.

შეგახსენებთ, ცხოველზე ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და მოძალადის პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ