“ზუსტად 2 საათი არ დაიშალა ხალხი, მადლობა ღმერთს რომ ამხელა სიყვარულის და დაფასების ღირსი გამხადა“ – ნინი შერმადინის ემოციები გურჯაანში გამართული კონცერტის შემდეგ

აშშ-დან დაბრუნებულმა მომღერალმა, ნინი შერმადინიმ საახალწლო ტურნეს ფარგლებში მორიგი კონცერტი გურჯაანში გამართა.

მსმენელისგან მიღებულ ემოციებს კი საჯარო პოსტის მეშვეობით პასუხობს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის:

„დღეს პირველი სოლო კონცერტი ჩატარდა გურჯაანში, ბენდით, ღია ცის ქვეშ. ზუსტად 2 საათი არ დაიშალა ხალხი, ვიმღერეთ ერთად ბევრი. ტელეფონებში დიდად აკრეფილი “მიყვარხარ” ხელით ნაჩვენები გულები. შემდეგ 1 საათი ფოტოების გადაღება სცენაზე თუ სცენის წინ…

რა არის ბედნიერება? ხალხის უპირობო სიყვარული. მადლობა ღმერთს, რომ არსებობთ, მადლობა ღმერთს, რომ მე ამხელა სიყვარულის და დაფასების ღირსი გამხადა! ათასობით შეკრებილი ახალგაზრდობა, ასაკიანი ხალხი, ბავშვები. ყველა თაობის მაყურებელი…

არ ვიცი რა ვთქვა. ბოლოს 2 ჯერ ბისზე ნამღერი “არასოდეს შემიყვარდები” ანთებული ტელეფონები… არასოდეს დამავიწყდება 2024 წლის 3 იანვარი! მადლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს დღევანდელი დღისთვის! ჩემს Beka Xalatashvili
ძალიან ბევრი ვიტირე

ყველაზე მეტად ფისოს გაუხარდებოდა დღეს რაც ხდებოდა. ვეცდები არასდროს გაგიცრუოთ იმედი! ძალიან მიყვარხართ“, – წერს ნინი შერმადინი და კონცერტიდან კადრებს გვიზიარებს.

ასევე იხილეთ