“დღევანდელი კონცერტი მართლა უტყუარი დასტურია იმისა რომ შენ დიდი ოსტატი ხარ, დიდი დიაპაზონის მომღერალი ყველა გაგებით!“

გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ საახალწლო ეთერში მომღერალ ანრი ჯოხაძის გრანდიოზული სოლო კონცერტი გავიდა.

მომღერალი უამრავ დადებით შეფასებას იღებს სოციალურ ქსელში, მათ შორის მისი კოლეგებისგან.

„ანრი, ძვირფასო, ყოველთვის მიყვარდი და გაფასებდი, მაგრამ დღევანდელი კონცერტი მართლა უტყუარი დასტურია იმისა, რომ შენ დიდი ოსტატი ხარ!💥

არავის გადარებ, არ მიყვარს შედარება, უბრალოდ ჩემს აღფრთოვანებას გამოგიხატავ!💥 შენ ნამდვილად ხარ უნიჭიერესი, საოცრად დახვეწილი, დიდი დიაპაზონის მომღერალი, ყველა გაგებით!

გილოცავ, ბედნიერ ახალ წელს გისურვებ❤️🎄 გკოცნი!“, – წერს ირმა სოხაძე.

ასევე იხილეთ