“ნეტა ეს დღე არ ყოფილიყო…” – ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. მისი მეუღლე, ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ასე შევხვდით ორი წლის შემდეგ პირველ იანვარს, მე აქ, შენ იქ…  ბევრი გისაყვედურე,  უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვე-თქო…

ისევ უხმოდ, გულში ჩავიკალი ჩემი ტკივილი,  ზეცას ავხედე, ვიცოდი, რომ იქვე ახლოს იყავი, ჩემთან და ჩემი ფიქრები გესმოდა, შვილების მფარველობა და მათი ჯანმრთელობა გთხოვე …

ახლა კი ისევ 5 იანვარი თენდება, ტკივილით სავსე დღე, ნეტა, ეს დღე არ ყოფილიყო…  მომენატრე,“ – დაწერა სოციალურ ქსელში ნინო ბერიძემ.

ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე 2022 წლის 5 იანვარს 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ