ქეთი ხატიაშვილი საახალწლო დღეებს ყაზბეგში ატარებს

ქეთი ხატიაშვილი გვიზიარებს ფოტო და ვიდეომასალას, სადაც ჩანს, როგორ ატარებს საახალწლო დღეებს ყაზბეგში.

ტანმოვარჯიშე ორსულადაა და ისეთ ფორმაშია, რომ გამომწერებისგან დიდ კომპლიმენტებს იღებს, განსაკუთრებით, იმ სურათთან დაკავშირებით, სადაც ის საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი.

ქეთი გვიზიარებს თავის დღის რუტინას, რომელშიც აუცილებლად შედის ვარჯიში.

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი თავის საყვარელ კერძებსაც გვიზიარებს – ბაჟესა და ელარჯს, რომლებსაც სიამოვნებით მიირთმევს.

ასევე იხილეთ