ახალ წელს სასწაულები ხდება“ – 8 წლის ბარბარე ჯანაშია, რომელიც ერთ-ერთ გადაცემაში მამის შესახებ საუბრისას ატირდა, მამას შეხვდა (ვიდეო)

8 წლის ბარბარე ჯანაშია, რომელიც რამდენიმე თვის წინ „პატარების დიდ შოუში“ მამის შესახებ საუბრისას ატირდა მამას შეხვდა.

„ახალ წელს სასწაულები ხდება,“ – ამ სათაურით ვიდეოს სოციალურ ქსელში სალომე ჯანაშია ავრცელებს. 

ბარბარე ჯანაშია პოპულარული სწორედ ტელეკომპანია იმედის გადაცემიდან: „პატარების დიდი შოუ“ გახდა, სადაც ის ემიგრანტ მამაზე დასმული კითხვის დროს მოულოდნელად ატირდა.

 

რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ ბარბარე ჯანაშიას მამა საქართველოში მოულოდნელად დაბრუნდა.

ასევე იხილეთ