ნახეთ დოდონა ნამორაძის არაჩვეულებრივი შესრულება გია ბაღაშვილის აკომპანემენტით (ვიდეო)

„ჩვენი შოუს“ საახალწლო გადაცემაში დოდონა ნამორაძემ „იაგუნდი“ გია ბაღაშვილის აკომპანემენტით შეასრულა.

დოდონას ნამღერმა დიდი მოწონება დაიმსახურა:

დოდონა ნამორაძეს ქართველი ტელემაყურებელი მუსიკალური კონკურსებიდან კარგად იცნობს, ახლა კი ნიჭიერი გოგონას მუსიკალური შესაძლებლობები ბერძნებმაც გაიცნეს.

„3-4 წელია, რაც ქუჩაში ვმღერი. ეს იმან გამოიწვია, რომ “X-ფაქტორში” მონაწილეობის შემდეგ, გული ძალიან დამწყდა, ბავშვი ვიყავი… თან, ჩემი მენტორი თამთა გოდუაძე იყო, რომელიც გეცოდინებათ, საბერძნეთშია. ჯერ არ მიცნობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე გამიცნობს და ჩემს თავს გავახსენებ (იცინის)… ახლა ვხვდები, რომ რაც “X-ფაქტორზე” მოხდა, საჭირო იყო: სიმაღლეს გემოს ვერ გაუგებ, თუ დაბლა ნამყოფი არ ხარ, თუ ერთხელ მაინც არ დავარდნილხარ… მოკლედ, მაშინ არსად გამოსვლა აღარ მინდოდა. ასე ვთქვათ, ქუჩამ სიმღერა გადამირჩინა – მივხვდი, ჩემი საქმე ეს არის… მე და ჩემი ერთ-ერთი დაქალი რიყის პარკისკენ დავდიოდით ხოლმე. ერთხელაც, იმ ადგილას რომ გავიარეთ, სადაც იოსებ ახალკაციშვილი უკრავდა, მივედი და ვუთხარი, – მამღერე-მეთქი (იღიმის). ვუთხარი, რომელი აკორდი დაეკრა და Fეელ გოოდ ვიმღერე, ვისიამოვნე. ამის შემდეგ მასთან ხშირად მივდიოდი და ვმღეროდი და ბოლოს ისე მოხდა, რომ დავრჩი (იცინის)… ძალიან ბევრი მეკითხება, – შენი შემოსავლის წყარო ეს არისო? ქუჩიდან 1 ლარიც კი არასდროს ამიღია, რადგან ჩემთვის ქუჩაში სიმღერა სულ სხვა რამეს ნიშნავს. შემოსავლის სხვა წყარო მაქვს – ვმუშაობ, საღამოობით კი სამღერად გავდივარ. უბრალოდ, ეს სიამოვნებას მანიჭებს. ალბათ, ის ფაქტორიც არის, რომ როგორი მაღალი დონის და პოპულარული მომღერალიც უნდა გავხდე, ქუჩაში სიმღერა ჩემთვის ყოველთვის თავმდაბლობის ასოციაციაა, რადგან ხალხს უმღერი, ჩვეულებრივი მათგანი ხარ – სცენაზე, შემაღლებულ ადგილზე არ დგახარ. გარშემო მყოფები იმიტომ მოდიან და ჩერდებიან, რომ მოგისმინონ და არა იმიტომ, როგორც სასტუმროში სიმღერისას ხდება – ხალხი ვახშმობს და თან, სიმღერის მოსმენა უწევს. ქუჩაში ხალხი იმიტომ ჩერდება, რომ ჩემი მოსმენა უნდათ და ამაზე კარგი გრძნობა მართლა არ არსებობს“,- ამბობს დოდონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ასევე იხილეთ