“გაითვალისწინეთ… მსგავს პაციენტებში ე.წ. “ჩუმი ინფარქტის“ ძალიან მაღალი რისკია…“ – რას ამბობს ზურა ბერიკაშვილის დისშვილი?

უკვე ორი კვირაა, ზურა ბერიკაშვილი გულის გაჩერებით შეიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

მსახიობის დისშვილი, ანო მაისურაძე საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

„მეგობრებო, ვისაც გყავთ მეგობრები/ახლობლები/ნაცნობები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი, გაითვალისწინეთ, რომ მსგავს პაციენტებში ე.წ. „ჩუმი ინფარქტის“ ძალიან მაღალი რისკია.

სისხლში მომატებული შაქარი, დროთა განმავლობაში, აზიანებს ნერვულ სისტემას, რაც იწვევს მგრძნობელობის დაქვეითებას სხვადასხვა ორგანოს მიმართ, მათ შორის გულის, შესაბამისად ვერ გრძნობენ ტკივილს.

აუცილებელია გულსისხძარღვთა თანმიმდევრული და კონსისტენტური კონტროლი,“ – ამბობს ანო მაისურაძე.

ასევე იხილეთ