“ვინც ეროვნების დამცირებაზე კომენტარებს აკეთებს და პირადში მწერს, თქვენც არ გახდეთ ჩემი ობიექტი“

სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი, სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო გუშინდელი ვიდეოს გამო კი ყველანი განადგურებული ვართ, მე თვითონ კი 5 წამზე მეტი არ მიყურებია. როგორც სხვა საქმებზეც ამ საქმესაც რა თქმა უნდა ბოლომდე მივყვები. ასევე გთხოვთ არასწორი ინფორმაციებით საზოგადოებას შეცდომაში არ შევიყვანოთ. ამ ეტაპზე პოლიციის მხრიდან რასაც საჭიროა გაკეთებულია, ეს კადრები და ინფორმაცია ასევე ბავშვის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტიც გუშინ გახდა ყველასთვის ცნობილი და მარნეულის პოლიცია კადრების გავრცელების მომენტიდან დაიწყეს რეაგირება, კონტაქტზე ვიყავით. 

მე როგორც უფლებათადამცველი ყურს, თვალს არ ვხუჭავ არც ერთ თემაზე და არასდროს ეროვნებაზე აქცენტს არ ვაკეთებ. რეგიონში მომხდარი ამბებზე როგორც პირველი წყარო ინფორმაცია იმის გამო კი არ ვდებ რომ აქ მივცეთ რეგიონში მცხოვრები ადამიანებს, უმცირესობების მიმართ გალანძღვის და დამცირების საშუალება, ისინი სოციალური უთანასწორობისა და დისკრიმინაციის გამო ჩამორჩენლები არიან. ვინც ეროვნების დამცირებაზე კომენტარებს აკეთებს და პირადში მწერს, თქვენც არ გახდეთ ჩემი ობიექტი, რომ ცალკე შევიტანე საჩივარი. დასრულეთ ეს კულტურა!!! შეგახსენებთ, რომ მეც ვარ აზერბაიჯანელი რასაც ამბობთ არ ვართ ის კატეგორიის ხალხი!!! ვინც ის სასტიკი ქმედება ჩაიდინა გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასტიკად მოხდეს მისი დასჯა ორივე შემთხვევის გამო. 

დიდი შრომა გვაქვს წლებია ინტეგრაციაზე, თემის განვითარებაზე, ტოლერნატული საზოგადოების ჩამოყალიბაზე და გთხოვთ ეს საქმეც არ გავაფუჭოთ“.

ასევე იხილეთ