“თავისი ცხოვრება გადადო და მიუძღვნა იმას, რომ მე ვყოფილიყავი კარგი და წარმატებული” (ვიდეო)

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის რუბრიკაში დედის შესახებ ისაუბრა.

„ჩემთვის დედა მთელს დედამიწაზე და სამყაროში ყველაზე საყვარელი ადამიანია, ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეში შემიწყო ხელი, დამეხმარა.

ბავშვობაში ძალიან მომთხოვნი იყო არა მხოლოდ ჩემ მიმართ, არამედ ჩემი დების მიმართაც. ბავშვობაში ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა, აქტიური მომღერალი ვიყავი და თითქმის სულ კონცერტები მქონდა, არ მქონდა ამოსუნთქვის უფლება, თუ კონცერტები არ მქონდა, მასწავლებლიდან მასწავლებელთან დავდიოდი.

თუ ბავშვობაში ბევრ რამეს ვუმალავდი და ჩემთვის დედა მკაცრი და მიუწვდომელი იყო, დღეს პირიქით, ყველაზე ახლოა და ყველაფერს ვუყვები.

დედა რომ ჩემთვის ბევრს აკეთებს, ამას ძალიან პატარაობიდან ვხვდები. სულ ვხვდებოდი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართ, თითქოს თავისი ცხოვრება გადადო და მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ მე ვყოფილიყავი კარგი და წარმატებული, ამას ძალიან ვუფასებ და მადლიერი ვარ“, – ამბობს თიკა ჯამბურია.

 

ასევე იხილეთ