“სიყვარული დადებითი ემოციაა, მაგრამ ამას მოჰყვება სერიოზული სხვა განცდები ნერვიულობა, ეჭვიანობა“

აქვს თუ არა სიყვარულს ასაკი და არსებობს თუ არა ასაკობრივი ბარიერი? – საკითხზე ეკა მამალაძემ „იმედის დღეში“ ნანა ლორთქიფანიძის რუბრიკაში #რა_სურთ_ქალებს? ისაუბრა.

არსებობს გრადაციები… ახალგაზრდობის პერიოდში გაგიჟება და გადარევა, მერე უკვე მშვიდდები და სხვანაირია ეს ურთიერთობა..

შემდეგ უკვე ტვინიც ერთვება ამ პროცესში, ამ დროს უფრო გააზრებულია სიყვარულის აღქმა.

როდესაც ემოციური გადარევა მშვიდდება, შემდეგ სხვა რაღაცები მოდის: პატივისცემა, მხარდაჭერა.

ადამიანი ვერ გაუძლებს მუდმივად აფორიაქებულ მდგომარეობაში ყოფნას.

სიყვარული დადებითი ემოციაა, მაგრამ ამას მოჰყვება სერიოზული სხვა განცდები ნერვიულობა, ეჭვიანობა“,  – ამბობს ეკა.

 

ასევე იხილეთ