“ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ჩამოვაყალიბებდი საღად, მოქალაქეობრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს“ – მედეა ბორჩაშვილი დუისიდან, რომელმაც მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიპოვა

მედეა ბორჩაშვილი მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელია. ის დუისის საჯარო სკოლაში 28 წელია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

მედეამ დააარსა დღის ცენტრი შშმ პირებისთვის, სადაც ისინი თექაზე მუშაობას სწავლობდნენ.

„ძილშიც კი არ მძინავს იმაზე ფიქრით როგორი გაკვეთილი უნდა იყოს ხვალ, რას მივუტან ახალს, რაზე დავაფიქრებ ჩემს მოსწავლეებს.

ვფიქრობ მთავარი ის კი არ არის რამდენად კარგად იცი შენი საგანი, არამედ ის, თუ როგორ გადასცემ, რამდენად ემოციურად გადასცემ მოსწავლეებს.

სკოლაში შესვლის დღიდან ჩემს თავს პირობა მივეცი რომ ჩამოვაყალიბებდი ერთიანი საქართველოს სწორად და საღად მოქალაქეობრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს ეს მქონდა მიზნად და დღემდე მომყვება ეს მიზანი,“ – ამბობს მედეა.

ასევე იხილეთ