“ძალიან კარგი თუ ხაჭაპური 45 ლარი ღირს გუდაურში, ევროპის ბევრ ქვეყანაში პიცა 18-20 ევრო ღირს”

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გუდაურში საკვებისა და პროდუქტების მაღალი ფასების გამო სოციალურ ქსელსა და მედიაში გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

“ვიცი ბევრი ვერ გაიზიარებს ამ მოსაზრებას. ბევრიც საერთოდ ვერ მიხვდება რას ვამბობ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. 

ძალიან კარგი თუ ხაჭაპური 45 ლარი ღირს გუდაურში.

ევროპის ბევრ ქვეყანაში პიცა 18-20 ევრო ღირს. 45 ლარი კი 15 ევროს ნიშნავს. ასე რომ რას იტყვიან უცხოელები, მოგვეჭრა თავი, ეს ასე არ არის. რაც შეეხება საწყალ ქართველებს, უკაცრავად, მაგრამ “საწყალი” არავინ ისვენებს სეზონზე გუდაურში.

დიახ 45 ლარი უნდა ღირდეს და გამდიდრდნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც უცოელების ხარჯზე.

და ვინც მაინც ღელავთ ასე ძვირ ხაჭაპურზე, თქვენ აიტანეთ ყველი ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე, მინუს 10 ყინვაში და დაუგდეთ ფასები – წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ