“ხალხნო, მომისმინეთ, 21-ე საუკუნეა, რატომ ატყდა პანიკა ჩემს სიგამხდრეზე?!…არავის აქვს უფლება, რომ წონაზე ან გარეგნობაზე მიგითითოს”

არა­ერ­თხელ გავმხდარ­ვართ მოწ­მე, რო­გორ აბუ­ლინ­გე­ბენ ცნო­ბილ სა­ხე­ებს რო­გორც ჭარ­ბი წო­ნის, ისე სი­გამ­ხდრის გამო. ამის მა­გა­ლი­თე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რია. სხვა­დას­ხვა სტა­ტი­ე­ბი­სა თუ ვი­დე­ო­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს, თუ იქ წარ­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კი­ლოგ­რა­მე­ბი, ან სხე­უ­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის “მო­თხოვ­ნებს” არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ტრა­გე­დი­ებ­ზე, ან თუნ­დაც პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც ხში­რად შე­ფა­სე­ბის ობი­ექ­ტი მათი სხე­უ­ლის ფორ­მა ხდე­ბა.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად წო­ნა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ. მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ხდა­რია და ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ კმა­ყო­ფი­ლია თა­ვი­სი ფორ­მით და წო­ნით, ასე­თი მოს­წონს სა­კუ­თა­რი თავი. თუმ­ცა ისე გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ამ თე­მა­ზე “კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბის“ კო­მენ­ტა­რებ­მა, რომ გა­და­წყვი­ტა მათ­თვის ეპა­სუ­ხა და “ტი­კტოკ­ზე” შე­სა­ბა­მი­სი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რუს­კას “ტი­კტოკ­ზე” ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი არხი აქვს და 220 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

“მარ­თლა გუ­ლით და­ვი­ღა­ლე, ერ­თა­დერ­თი კო­მენ­ტა­რი რაც მა­ღი­ზი­ა­ნებს, არის ის, რომ რუს­კა, რა გამ­ხდა­რი ხარ, არ ჭამ საჭ­მელს?

ხალხნო, მო­მის­მი­ნეთ, 21-ე სა­უ­კუ­ნეა, არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს მი­უ­თი­თო ჭა­მოს ან არ ჭა­მოს. 37 წე­ლია რაც გამ­ხდა­რი ვარ, წელს რა­ტომ ატყდა პა­ნი­კა ჩემს სი­გამ­ხდრე­ზე?!

თავს ვგრძნობ გა­და­სა­რე­ვად და ჯან­სა­ღად. მომ­წონს ჩემი თავი და თქვენ თუ არ მოგ­წონთ ხალხნო, ეგ თქვე­ნი პრობ­ლე­მაა. ახლა ამ ვი­დე­ოს იმი­ტომ ვწერ, რომ ნუ წა­უ­ღეთ ტვი­ნი სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია…

ზოგს მეტი წონა აქვს და ზოგ­საც ნაკ­ლე­ბი, იმი­ტომ აქვთ, რომ მოს­წონთ. ვი­საც არ მოს­წონს კი, იმან თვი­თონ მი­ხე­დოს თა­ვის თავს. გაგ­ვა­ნე­ბეთ ხალხნო თავი, ნორ­მა­ლუ­რე­ბი თუ ხართ?! და­მაგ­ლი­ჯეთ ნერ­ვე­ბი”, – ამ­ბობს რუს­კა ვი­დეო მი­მარ­თვა­ში.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი:

– ზო­გა­დად, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი მარ­ტო ის არ არის, რომ გამ­ხდრებს ან ჭარ­ბწო­ნი­ა­ნებს წო­ნა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ, ზო­გა­დად ცუდი ტო­ნია, ადა­მი­ანს წო­ნა­ზე ელა­პა­რა­კო, გინ­და კარ­გი კუ­თხით, გინ­და – ცუდი. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ძი­რი­თა­დად იწე­რე­ბი­ან, ავად ხარ, რამე გტკი­ვა, ბუ­ლი­მია გაქვს?! – იმა­საც ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ძა­ლი­ან არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლია. ვი­ღა­ცას, ვი­საც ჭარ­ბი წონა აქვს, შე­საძ­ლოა მოს­წონ­დეს სა­კუ­თა­რი თავი ასე­თი და თუ არ მოს­წონს, ებ­რძვის ამ წო­ნას. შენი ნათ­ქვა­მით ხომ უფრო სტკენ გულს?!

37 წე­ლია რაც გამ­ხდა­რი ვარ და ახლა რა­ტომ გა­ახ­სენ­დათ ჩემი სი­გამ­ხდრე?! მომ­წონს ჩემი თავი ასე­თი. სა­ერ­თოდ, ზო­გა­დად უნდა შე­წყდეს წო­ნა­ზე სა­უ­ბა­რი, რო­გორც კარ­გი, ისე ცუდი კუ­თხით. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს მი­უ­თი­თო, რომ უნდა გახ­დე, ან გა­სუქ­დე, ამა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი.

ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვიცი მსგავ­სი პრობ­ლე­მით. მათ შო­რის, ჩემი ერთი მე­გო­ბა­რია, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან სი­გამ­ხდრის გამო ისე და­ა­კომ­პლექ­სეს რომ დღემ­დე კომ­პლექ­სი აქვს. ექი­მებ­საც მი­მარ­თა რომ გა­სუ­ქე­ბუ­ლი­ყო. იმ­დე­ნი ქნეს, რომ არ მოს­წონს სა­კუ­თა­რი თავი, არა­და უმ­შვე­ნი­ე­რე­სია. უნდა მი­ვი­ღოთ ჩვე­ნი თა­ვე­ბი ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც ვართ და თუ რა­ი­მე არ მოგ­ვწონს, თა­ვად ვებ­რძო­ლოთ ამას. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ წო­ნა­ზე ან გა­რეგ­ნო­ბა­ზე მი­გი­თი­თოს.

– რუს­კა, თქვენ თუ მი­გი­მარ­თავთ მსგავ­სი მი­ზე­ზით ექი­მის­თვის?

– არა­სო­დეს მი­მი­მარ­თავს ამ მი­ზე­ზით ექი­მის­თვის. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ხდა­რი ვარ, ბავ­შვო­ბი­დან. ოჯახ­შიც ყვე­ლა გამ­ხდა­რია და მომ­წონს ასე­თი ჩემი თავი. რო­გორც კი არ მო­მე­წო­ნე­ბა, მერე შე­იძ­ლე­ბა მივ­მარ­თო. იქ­ნებ სხვებ­საც მოს­წონთ თა­ვი­სი წონა, თუნ­დაც ჭარ­ბწო­ნი­ანს. უნდა შე­წყდეს ეს. თან ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი წე­რენ მსგავს კო­მენ­ტა­რებს და ეს უფრო ცუ­დია.

www.ambebi.ge

 

ასევე იხილეთ