„სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს“

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი „დილა ფორმულაზე“ რუბრიკის „მეგობრობის დღიურის“ სტუმარი იყო და საინტერესო კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა.

კითხვაზე, თუ არ მოსწონს ნანკამ თქვა, რომ სიყალბე. 

„ადამიანში არ მომწონს სიყალბე, სიგოიმეში გადასული სნობიზმით..

მან ასევე თავის ოცნებაზეც ისაუბრა:

„მგონი უტოპიური ოცნება მაქვს, მინდა ადამიანი გონს მოეგოს და მიხვდეს, რომ საოცარ პლანეტაზე ცხოვრობს და დაიწყოს როგორც მისი, ასევე საკუთარი თავის მოვლა..

მსახიობის თქმით, არც იდეალი ჰყავს და ამ ეტაპზე არც მეორე ნახევარი. 

„ვცდილობ არავინ არ გავაიდეალო, უბრალოდ ძალიან მიყვარს ადამიანები..

შეყვარებული არ მყავს, რაც არ არის, არ არის..

ნანკამ ასევე ისაუბრა შიშებზე და მოგონებებზე.. 

„იდიოტების და მავნელბების მეშინია..

სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს..“ – ამბობს ის.

ასევე იხილეთ