“ვეკითხები ქართველი ხარ მეთქი? – ქართულად გპასუხობ და აბა ვინ ვიქნებიო“

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ რადიოსადგურების: „თბილისის“ და „ჰერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მიუნჰენის აეროპორტში “ბიზნეს ლაუნჯს” ვეძებ. აეროპორტის თანამშრომელს ვეკითხები ინგლისურად, ზუსტად სად არის მეთქი და თან Google Map – ზე ვაჩვენებ.

შეხედა და პასუხი ქართულად დამიბრუნა – პირდაპირ, მარჯვნივ და შემდეგი ტერმინალიო.

გაოცებული ვუყურებ, თურმე Google Map ზე ქართული ფონტი დაინახა.

ვეკითხები ქართველი ხარ მეთქი? -ქართულად გპასუხობ და აბა ვინ ვიქნებიო – არ დააყოვნა პასუხმა.

გურჯაანელი ვარო. წლებია აქ ვმუშაობო. გამიხარდა…

სიხარულიცაა და სევდაც.

ყველა ემიგრანტს გაგიმარჯოთ, ნამდვილებო

გერმანია, გურჯაანი – გიორგი მახარაშვილი.:)))“, – წერს რამაზ სამხარაძე.

ასევე იხილეთ