ლაშა რამიშვილისა და ბელა ნოზაძის სიყვარულის 20 წელი (ვიდეო)

გადაცემა „შუადღის“ ეთერში ლაშა რამიშვილმა და ბელა ნოზაძემ მათი სიყვარულის და დაოჯახების ისტორია გაიხსენეს.

„ერთად  18 წელია, რაც ვართ. ერთმანეთი კი 20 წელია, გვიყვარს. ქორწინების იუბილესაც აღვნიშნავთ ყოველ წელს, თან განსაკუთრებულად კარგ დღეს გვქონდა ქორწილი, 6 მაისს, გიორგობას. ასევე აღვნიშნავთ სიყვარული რომ ამიხსნა, იმ დღეს“. – ამბობს ბელა.

„ხომ ხვდებით, რამდენი ხარჯია. მისი დაბადების დღე, ახალი წელი, ქორწინების დღე, სიყვარულის ახსნის დღე, სამი მარტი, რვა მარტი. შენ აწყობილ ცხოვრებას გაუმარჯოს, ჩემო ბელა.

ასევე იხილეთ