“როგორ უნდა დავიჯერო რომ ეს სილამაზე აღარ არის”

თბილისში, 23 წლის მოდელი, ელენე ეფრემიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თავისუფალი ბლოგერი ნინო ადამაშვილი ავრცელებს.

ის “პრაიმტაიმს“ უყვება და ამბობს, რომ მასთან სამოდელო კუთხით თანამშრომლობდა.

„23 წლის იყო, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. საშინელებაა. როგორ უნდა დავიჯერო, რომ ეს სილამაზე აღარ არის“

გარდაცვლილ მოდელს ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან.

„მეგობარო ვერ გემშვიდობები  მიყვარხარ და სულ ისე მეყვარები როგორც პირველი გაცნობისას. ფერადი, თვალებციმციმა და თავისუფალი ადამიანი მტოვებს. იქ, ზევით მშვიდად განისვენე. მფარველი ანგელოზი იყავი მიწაზეც და ზეცაშიც. ასე დატოვება შეცდომა იყო შენი ხმა გონებაში მიტრიალებს და წარმოდგენა მიჭირს, როგორ მტოვებ მარტოს“

ასევე იხილეთ