“შვილის გაჩენა აღარ შემეძლო, ოჯახს გვარის გამგრძელებელი სჭირდებოდა და ამის გამო მიმატოვა“

პოეტი ნანა ცინცაძე გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც მისი ცხოვრების რთული პერიოდის შესახებ ღიად ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ ნანა ცინცაძეს ოჯახი ადრეულ ასაკში დაენგრა. როგორც მან აღნიშნა, ქმარმა იმიტომ მიატოვა, რომ შვილის გაჩენა არ შეეძლო.

ქალები ამბობენ წავედი, მე ვამბობ სიმართლეს, რაც იყო, ის წავიდა ჩემგან. როგორ შეიძლება ეს არ იყოს მტკივნეული…
დამჭირდა ისეთი ოპერაცია, მშობიარობასთან ერთად მერე შვილი აღარ მეყოლებოდა, ოჯახს გვარის გამგრძელებელი სჭირდებოდა და ამის გამო მიმატოვა.. საშინელებაა, როცა ტკივილს იღებს და ხვდები, რომ ის არ დაგიმსახურებია..

ჩემს ცხოვრებას ტკვილი მთელი ცხოვრება გასდევს, მაგრამ ეს ტკივილი შენ უნდა ატარო და არავის უნდა მოახვიო თავს…“

ასევე იხილეთ