„მადლობა ყველაფრისთვის, გული მწყდება, რომ ამ სიმღერას ვერ მოისმენს”

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი დღეს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას უკვე ეხმიანებიან ქართული ესტრადის წარმომადგენლები და ცნობილი სახეები.

ვაჟა აზარაშვილთან გადაღებულ ფოტოებს სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელი აქვეყნებს.

სოფო გელოვანი კომპოზიტორს ყველაფრისთვის მადლობას უხდის: 

„ჩვენი საყვარელი ვაჟა აზარაშვილი… მადლობა ყველაფრისთვის!..“

გიორგი სუხიტაშვილი წერს, რომ ახლა სწორედ მის სიმღერაზე მუშაობს, რომელიც მარტში უნდა ჩაწეროს: „ასმაგად დამწყდა გული, რომ ვერ მოისმენს. დიდი მადლობა მას, რომ უამრავი ოქროს სიმღერა და ნაწარმოები დაგვიტოვა…“

კიდევ ერთი გამოხმაურება ნოდიკო ტატიშვილს ეკუთვნის, რომელიც წერს:

„დიდი კომპოზიტორი, ვაჟა აზარაშვილი წავიდა, მაგრამ დაგვიტოვა საოცარი მუსიკა, რომელიც უკვდავყოფს მის სახელს…“

 

ასევე იხილეთ