მამა შალვას მიმართვა ახალგაზრდებს

მამა შალვა კეკელია „შუადღე live-ის“ სტუმარი იყო.

მამა შალვამ გადაცემაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე, რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ.

მანვე აღნიშნა, რომ კლუბ „ბასიანთან“ პარაკლისი სწორედ იმიტომ გადაიხადა, რომ პრობლემაზე საუბარი დაეწყოთ.

მამა შალვას თქმით, 90% მოძალადეებისა სწორედ რომ ნარკომანია და ძალადობას ეს ადამიანები ეწევიან, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

„ერთადერთ რამის გამო მივედით იქ, გვინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი დაგვეწყო, თორემ პარაკლისს მე ტაძარშიც გადავიხდიდი.

პარაკლისს ისედაც ვიხდი მე ყოველ პარასკევს…

ოჯახური ძალადობები, რაზედაც ასე ხშირად საუბრობენ – რა იწვევს ამ ოჯახურ ძალადობებს?

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც არიან მოძალადეები? ესენი არიან ლოთები, მსმელები, ნარკოტიკზე დამოკიდებულები ან აზარტულ თამაშებზე.

არ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანი მოძალადე გახდე, გამორიცხულია, თუ ბავშვობის რაიმე ტრავმა არ გაქვს.

90% მოძალადეებისა ნარკოდამოკიდებულია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ დავეხმაროთ ამ ახალგაზრდებს, რით ვუშველოთ ამ ადამიანებს.

მე ეს ბავშვები ძალიან მიყვარს, ისინი ჩემი შვილები არიან. ეკლესია ცოდვილს არ ებრძვის, ეკლესია ებრძვის ცოდვას.

მე მინდა ამ ახალგაზრდებს მივმართო და ვუთხრა, რატომ გათიშავთ გონებას ამ ყველაზე ძვირფას წლებში, რატომ? როცა შეგიძლია ყველაფრით ბედნიერი იყო.

რატომ გინდათ რომ გონება გათიშოთ? გონება კი არ უნდა გათიშოთ, პირიქით, ფხიზელი გონებით უნდა იყოთ მთელი ცხოვრება!

გამოსავალი ნარკოტიკში და ლოთობაში არ არის, ფხიზელი გონებაა გამოსავალი,“ – აღნიშნა მამა შალვამ.

 

ასევე იხილეთ