“შენზე როგორ უნდა ვთქვა, რომ აღარ ხარ… ნახევარ სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ შენ გეცოცხლა, ჩემო ანგელოზო გოგო!”

პროდიუსერი, ლიკა ჭელიძე სოციალურ ქსელში „მზის შვილების – დაუნის სინდრომის“ ქცევითი თერაპევტის, გვანცა ფოფხაძის ლეიკემიით გარდაიცვალების შესახებ წერს.


“არ ვიცი, შენზე როგორ უნდა ვთქვა, რომ აღარ ხარ.
2014 წლის შემდეგ, ყოველდღე ამაყად დავაბიჯებდი დედამიწაზე, ცოცხალი რომ მეგულებოდი. გამოჯანმრთელებაც ვიზეიმეთ, ცოტა ცუდად ყოფნაზეც ვინერვიულეთ და ბოლოს შიშნარევი გამხნევებაც გავბედე.
6 დღეა აღარ ხარ აქ თურმე და მე მხოლოდ ახლა გავიგე.
ვერ შევეგუები შენს აღარ ყოფნას! სიტყვებს ვერ ვპოულობ რა ვთქვა.
ნახევარ სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ შენ გეცოცხლა, ჩემო ანგელოზო გოგო!
არ უნდა გათენებულიყო ეს დღე!”, – წერს სოციალურ ქსელში ჭელიძე.

ასევე იხილეთ