ხათუნა ხოფერიას შვილიშვილის მიერ მომზადებულმა ტკბილეულმა დიდი მოწონება დაიმსახურა

პოლიტიკოსი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს შვილიშვილის, ნინა ხოფერიას მიერ მომზადებული გოზინაყის ფოტოებს უზიარებს.

როგორც ჩანს, ნინასაც ისევე ხიბლავს სამზარეულოში გემრიელი კერძების მომზადება, როგორც მის დედას, თიკა ჯამბურიას, რომელიც ამჟამად სატელევიზიო კულინარიული პროექტის „მასტერშეფის“ მონაწილეა.

„2024 წლის სიტკბო, ხვავი და ბარაქა, სიხარული და ბედნიერება – მზისფერი გოზინაყი – ნინას ნახელავია!

ჩემი ნინა „საოჯახო წიგნი“-ს ავტორის, ნინო ხოფერიას შვილიშვილის შვილიშვილია და მის სახელს ატარებს! გზაბედნიერი გქონოდეს, ბე!“, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

ნინა ხოფერიას გოზინაყმა სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა:

„ეს თიკას ანგელოზია“, „რა ფერია, ყოჩაღ“, – წერენ კომენტარებში.

ასევე იხილეთ