“გარკვეული ჯგუფი მლანძღავს და მიწასთან მასწორებს” – ნანიკო ხაზარაძე ნინა წკრიალაშვილს მიმართავს

ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა სავარაუდოდ 2006 წლის ერთ-ერთი გადაცემის ჩანაწერი.

„ფარული კამერის“ მახეში ნინა წკრიალაშვილი აღმოჩნდა. გადაცემის წამყვანი ნანიკო ხაზარაძეა.

აღნიშნული გადაცემა საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. ამ ფაქტს ნანიკო ხაზარაძემ პოსტი მიუძღვნა, რომელშიც ნინა წკრიალაშვილს მიმართავს.

„ნინა როგორ მიყვარხარ კი იცი, ეს ჩაწერაც გახსოვს იმედია. ვინ საიდან გააცოცხლა ეს არ ვიცი ნამდვილად.

გარკვეული ჯგუფი მლანძღავს და მიწასთან მასწორებს… მახსოვს ბევრი ვიცინეთ ერთად. მიყვარხარ ძალიან !

2006 წელია თუ არ ვცდები“, – წერს ნანიკო ხაზარაძე ინსტაგრამზე.

 

ასევე იხილეთ