“ეს არის სასწაული, მარიტას შემდეგ ოჯახს 13 წელი შვილი არ უჩნდებოდა…“

2022 წელს, ვაკის პარკში, უბედური შემთხვევის დროს დაღუპულ მარიტა მეფარიშვილის ოჯახთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება – მის მშობლებს გოგონა შეეძინათ, რომელიც ცოტა ხნის წინ გაქრისტიანდა.

„ნუცას და მარიტას და. მადლობა ჩვენს მამებს, ტატას ნათლიებს, ილია მეორეს მამა შალვა მამა საბა ასეთი სიყვარულისთვის. მადლობა მამა გრიგოლ ხუნწარიას ტატას გაქრისტიანებისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში მარიტას დედა, ანა შოშიაშვილი.

შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას 13 წლის მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, გამოსატანად შესულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა. ორი მათგანი მძიმედ დაშავდა, თუმცა ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ; ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ასევე იხილეთ