“შექმნილია რთული ფინანსური მდგომარეობა”

ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლა­ზე” გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი იხუ­რე­ბა. გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბის წამ­ყვა­ნებ­მა – ია ფა­რუ­ლა­ვამ და თა­თია შა­რან­გი­ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით აუ­დი­ტო­რი­ას აც­ნო­ბეს, რომ მათი გა­და­ცე­მე­ბი ეთერ­ში აღარ გავა. მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნიკა არა­ბი­ძე არ­ხი­დან წა­ვი­და.

AMBEBI.GE ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს, სე­რი­ა­ლის “ჩცდ” პრო­დი­უ­სერს, ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძეს ესა­უბ­რა:

– შექ­მნი­ლია რთუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რის გა­მოც, არ­ხმა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­და­წყვი­ტა. ამ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად, სა­არ­ჩევ­ნო წლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ცენ­ტი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პო­ლი­ტი­კურ ტოქ-შო­უ­ებ­სა და ნი­უს­ზე მოხ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­სარ­თო­ბი კონ­ტენ­ტი, რო­გორც მი­ნი­მუმ, დრო­ე­ბით და­პა­უზ­დე­ბა.

ამას­თან, შევ­ხე­დავთ, სა­ბო­ლო­ოდ ამ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას რო­გო­რი სახე ექ­ნე­ბა. დღეს არხი გა­ა­კე­თებს გა­ცხა­დე­ბას, რა­საც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ის­მე­ნენ. სხვა მხრივ, მი­დის მუ­შა­ო­ბა სპონ­სო­რებ­თან, სხვა­დას­ხვა თან­ხის მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ შევ­ხე­დოთ, ამ კომ­ბი­ნა­ცი­ით, ამ რე­სურ­სით რა შე­დეგს მი­ვი­ღებთ. ამ ვი­თა­რე­ბა­ში კრი­ტი­კულ მე­დი­ა­ში ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა. სა­ერ­თოდ, ეს ყველ­გან პრობ­ლე­მაა, მათ შო­რის, ჩვენ­თა­ნაც. ამი­ტომ არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტმა გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ ეტაპ­ზე ხარ­ჯე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია და მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ცენ­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ტოქ­შო­უ­ებ­სა და ნი­უს­ზე გა­კეთ­დეს. ეს წელი სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნე­ბა აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი.

– პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის” მი­მარ­თუ­ლე­ბით რა სი­ახ­ლე­ე­ბია?

– მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, რომ და­ფი­ნან­სე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი მო­ი­ძებ­ნოს. სამ­წუ­ხა­როდ სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ძა­ლი­ან შემ­ცი­რე­ბუ­ლია. იმე­დია, რომ გა­მოჩ­ნდე­ბა რა­ღაც რე­სურ­სი, რომ შე­და­რე­ბით სწრაფ ტემპში შევ­ძლოთ სე­რი­ა­ლის გა­ნახ­ლე­ბა. მე-19 სე­ზო­ნი, რო­გორც იყო და­გეგ­მი­ლი, ახლა სრულ­დე­ბა, მე-20 გა­ნახ­ლე­ბას ერთ თვე­ში ვფიქ­რობ­დით, მაგ­რამ ვნა­ხოთ. შე­იძ­ლე­ბა ცოტა გვი­ან, რა­ღაც პა­უ­ზის მერე მოხ­დეს ეს. ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნახ­ლდე­ბა და მას ნა­ხავს მა­ყუ­რე­ბე­ლი. სე­ზო­ნიც ისე სრულ­დე­ბა, რომ გა­ნახ­ლე­ბას მო­ი­აზ­რებს. უბ­რა­ლოდ, ამ მო­მენ­ტში არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ვერ ვამ­ბობ კონ­კრე­ტულ თა­რიღს, ან რა­ღაც ვა­დას, რო­დის შე­იძ­ლე­ბა ეს მოხ­დეს.

– არ სრულ­დე­ბა, მაგ­რამ რა­ღაც პა­უ­ზა აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა…

– სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნებს უფა­სოდ ვერ ვა­მუ­შა­ვებთ, თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხა­რისხზეც აი­სა­ხე­ბა, ეკ­რან­ზე უხა­რის­ხო პრო­დუქტს მი­ვი­ღებთ. ჩვენ გვინ­და ის სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც გვი­ჭი­რავს – მა­ღა­ლი ხა­რის­ხი. ამი­ტომ და­ვე­ლო­დე­ბით უკე­თეს დრო­ე­ბას, იმის­თვის, რომ გან­ვა­ახ­ლოთ წარ­მო­ე­ბა.

ასევე იხილეთ